ირაკლი ალასანია:  პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი

ირაკლი ალასანია: პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი

პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო გაუღრმავდა ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო სწორედ იმიტომ, რომ შეელახათ თავდაცვის სამინისტროს იმიჯი.

"იმ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც მე ვიყავი საფრანგეთში, ვხვდებოდი ფრანგ კოლეგას და ვთანხმდებოდით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ეს მომენტი შერჩეული იყო სპეციალურად, რომ ლეგიტიმაცია, რომელიც ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს და მე, ყოფილიყო შელახული. ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას თუ რამ განაპირობა ამ ხალხის სწორედ ამ დროს დაკავება და ციხეში დატოვება. ეს უდანაშაულო ადამიანები არიან, რომლებსაც თავისი ქვეყნის სამსახურის გარდა არაფერი უკეთებიათ. მე მათი გამოხსნისთვის, მათი გათავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ", - აღნიშნა ალასანიამ.