ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
ეს განცხადება პეტრიაშვილმა "მაესტროს " პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, როგორც ტელევიზიით გაიგო მისი მეგობრის და კოლეგის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ისე თვითონაც პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ ხვალ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.