მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, ვერ დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე

მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, ვერ დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე

მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას და შესყიდვებსა და ტენდერებს თავის მეგობრებს აძლევს, ვერ დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მან მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ალასანიასგან მხოლოდ დაუსაბუთებული და არა არგუმენტირებული პასუხი მიიღო.

"მინისტრი რომელიც ვერ ახერხებს 2 წლის განმავლობაში ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად და მხოლოდ ამის გამოც, მე მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდეობიდან. მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ თავდაცის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ 4 მილიონი ლარის გაფლნაგვა. ეს თანხა ჩვენ ჯარისკაცებს აკლდებათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გამოძიებებთან დაკავშირებით მან კითხვები ალასანიას გუშინდელ შეხვედრაზეც დაუსვა, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. "გუშინ მქონდა შეხვედრა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", რომელიც ჩვენი კოალიციის წევრია. მათთან გულახდილი საუბარი მქონდა. მათ წინაშე ალასანიას კიდევ ერთხელ დავუსვი კითხვები იმ გამოძიებაზე, რომელიც მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით. მე როგორც პრემიერ-მინისტრს, ამ გამოძიებაზე მაქვს კითხვები, თუმცა დღემდე ვერ მივიღე კონკრეტული პასუხები. მივიღე დაუსაბუთებელი პასუხები, რომელიც გადმომცა გუშინდელ შეხვედრაზე ალასანიამ", - აღნიშნა პრემიერმა.