თავდაცვის ახალი მინისტრიად მინდია ჯანელიძე დაინიშნა

თავდაცვის ახალი მინისტრიად მინდია ჯანელიძე დაინიშნა

„თავდაცვის ახალი მინისტრად მინდია ჯანელიძე დაინიშნა“ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადა.

მინდია ჯანელიძე 36 წლისაა. მას  დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი- სამართალმცოდნეს სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში.

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით, არის ვიცე-პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო – მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი