უკრაინიდან საქართველოს 14 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, დაკავებულები უკრაინიდან სლოვაკეთის საზღვარზე გადასვლას აპირებდნენ.
საქართველოს არალეგალი მოქალაქეები ზაკარპატიეში დააკავეს, სადაც სლოვაკეთში აპირებდნენ გადასვლას, იქიდან ავსტრიაში მოხვედრას ცდილობდნენ. 3 ნოემბერს დაკავებულები ბორან "გრეისვლადზე" მოათავსეს, რომელიც ილიჩევსკის პორტიდან ფოთის პორტში შედის.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქეა დეპორტირებული.