თავდაცვის სამინისტროზე შეტევა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უკავშირდება

თავდაცვის სამინისტროზე შეტევა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უკავშირდება

პროცესები, რომლის მოწმენიც ვართ ყველა, სცილდება სახელისუფლებო კრიზისის ფარგლებს, – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საგანგებო ბრიფინგის კომენტირებისას განუცხადა. მისი შეფასებით, თავდაცვის მინისტრის დღევანდელი განცხადება უაღრესად საგანგაშოა.

"თავდაცვის სამინისტროზე და თავდაცვის მინისტრზე შეტევა, მისივე სიტყვებით, უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი. ეს არის უაღრესად საგანგაშო განცხადება და ასეთ შემთხვევაში პროცესები, რომლის მოწმენი ვართ ყველა, სცილდება სახელისუფლებო კრიზისის ფარგლებს", - განაცხადა ბაქრაძემ.