ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში წაუსვლელობის მიზეზს განმარტავს

ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში წაუსვლელობის მიზეზს განმარტავს

პარლამენტარი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში წაუსვლელობის მიზეზს განმარტავს. როგორც დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წასვლა პრემიერ-მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის გამო გადადო.

"უნდა წავსულიყავი. დაგეგმილი იყო პოლიტკომიტეტი ევრონესტი და ასევე ებერტის ფონდის თაოსნობით მრგვალი მაგიდა–დისკუსია საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვერ წავედი. გუშინ შეხვედრა გვქონდა პრემიერთან და სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხები გვქონდა განსახილველი. ფრაქციულ ფორმატში გვქონდა შეხვედრა გუშინ და ამიტომ ჩემი წასვლა გადაიდო. თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას ევროპარლამენტში, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ევროპატრლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, ასევე მუშაობა რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ჩემი აპარატის უფროსი იქ არის, ასევე, ელჩი მუშაობს და არაფერი შეფერხებულა. ვერ წავედი იმის გამო, რომ პრემიერთან გვქონდა შეხვედრა და ამ ვითარების გამო არასწორი იქნებოდა ჩემი აქ არ ყოფნა", - განაცხადა დოლიძემ.