საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრა ფრაქცია

საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" გარეშე მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დრეაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებისა და ირაკლი ალასანიას გარეშე მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარე შეხვედრაში მმართველი გუნდის ყველა პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, თუმცა, შეხვედრას ამ დრომდე არ შეერთებიან "თავისუფალი დემოკრატები".

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი, დავით ყიფიანი, დავით სერგეენკო, მიხეილ გიორგაძე, თეა წულუკიანი; აგრეთვე -  დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები.