რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
"მე ვფიქრობ, რომ ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. მითუმეტეს, როდესაც ის ასეთი დარწმუნებულია თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში და მყარად დგას თავის პოზიციაზე, პირიქით, მე ვფიქრობ, ის უნდა დარჩეს მინისტრად", - განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს "პალიტრაTV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეზე კომენტირებისას.