"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმიტომ არ იმყოფებოდა დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში, რომ მას პარტიის წევრობა შეჩერებული აქვს, - ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ რატომ არ იმყოფებოდა დღეს იუსტიციის მინისტრი "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში.
"თეა წულუკიანს შეჩერებული აქვს პარტიის წევრობა მისი იუსტიციის მინისტრობის შემდეგ", - განმარტა ვიქტორ დოლიძემ.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია გახდა თავდაცვის მინისტრი, მან პარტიის თავმჯდომარეობა დატოვა, თუმცა, ის კვლავ რჩება დამფუძნებლად.