"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისი პარტია არც უმრავლესობას ტოვებს და არც არავის ემიჯნება.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.
აბაშიძის თქმით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირდაპირ განაცხადა, რომ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები და ეჭვები, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებით.
მსიივე განცხადებით, დღეს გაგრძელდა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კამპანია და გარდა პოლიტიკური სარჩულისა, პროკურაუტის მხრიდან ამას სხვა სარჩული არ შეიძლება მოეძებნოს.
"ლოგიკურად იბადება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას და ამავდროულად სახელმწიფოს მიაყენებს სერიოზულ ზიანს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს არ მივიღეთ მონაწილეობა უმრავლესობის სხდომაში და მოვითხოვეთ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, რომელიც კოალიციის უმაღლესი ორგანოა. ჩვენ არავის არ ვემიჯნებით, უბრალოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მკაფიო და ნათელი პოზიცია. ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს. არსად არავის არ ვემიჯნებით, არაფერს არაფერს არ ვტოვებთ", - განაცხადა აბაშიძემ.
მან კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ პრესკონფერენციას თეა წულუკიანი, აბაშიძემ განაცხადა, რომ "ამას მე ვერ გეტყვით".