კოალიცია დგას გამოცდის წინაშე, იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს

კოალიცია დგას გამოცდის წინაშე, იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს

კოალიცია დგას გამოცდის წინაშე, იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება ყველა შექმნილ სიტუაციას , როგორც "რესპუბლიკელები" ვეკიდებით, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც დავით ბერძენიშვილი ამბობს, "რესპუბლიკური პარტია" კვლავ რჩება "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ პარტნიორად. იგი იმედოვნებს, რომ კოალიციაში მოიძებნებიან სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებიც შეძლებენ "თავისუფალ დემოკრატებთან" პარტნიორობას.

"იმედი მაქვს, რომ კოალიციაში მოიძებნება შესაძლებობა, რომ ყველა ვიყოთ ერთმანეთის პარტნიორები. არა მარტო "რესპუბლიკელებს" მოგვეთხოვება სოლიდარობა გამოვუცხადოთ "თავისუფალ დემოკრატებს", არამედ კოალიციის წარმომადგენელ ყველა სუბიექტს და რა თქმა უნდა, პრემიერს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.