"გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარედ დაბრუნება, NDI კვლევები და ალასანიას რეიტინგი, განცხადებები ანტისაჰაერო სისტემების საქართველოში განთავსებასთან დაკავშრებით და საპარლამენტო არჩევნები ზუგდიდში- ამ და კიდევ რამდენიმე ფაქტორს იხსენებს ექსპერტი ნიკა ჩიტიძე "პირველ რადიოსთან" საუბარში როდესაც თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ექსპერტის განცხადებით მაშინ როდესაც ირაკლი ალასანიას თანამშრომლებს იჭერენ, მინისტრიოს მხრიდან გადადგომა მართებული არ იქნება, რადგანაც ამ ნაბიჯით ირაკლი ალასანია აღიარებს იმ შედომებს რომელიც შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს მაღაალჩინოსნებმა ჩაიდინეს.
"ყველაფერს გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილი აქვს რაღაც საეჭვო დამთხვევას რამდენიმე ასპექტის, მათ შორის ის რომ ირაკლი ალასანია აპირებს, რომ ის კვლავ გახდეს პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარე, ეს ერთი მეორე საკითხი უკავშირდება იმას, რომ ორი თვის წინ ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" რიგებში ირაკლი ალასანია ლიდერობდა და ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში, შესაძლებელია ეს მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერისთვის ან ყოფილი პრემიერისთვის, გარდა ამისა არსებობდა გარკვეული დაპირისპირება ალასანიას და ღარიბაშვილს შორის, როდესაც ღარიბაშვილი ჯერ კიდევ შს მინისტრის პოსტს იკავებდა. იგივე, პოლიტიკური ელიტის გარკვეული წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ალასანიას პოზიცია ნატოს ანტისაჰაერო სისტემების საქართველოში განთავსებასთან დაკავშრებით, თითქოს ეს არ იყო შეთანხმებული პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან და ამას ემატება გარკვეული უთანხმოებების არსებობა თავის დროზე ივანიშვილსა და ალასანაის შორის. როდესაც ივანიშვილმა დაადანაშაულა ალასანია ზუგდიდიში არჩევნების დროს. ანუ შესაძლებელია ამ ფაქტორებზეც გამახვილდეს ყურადღება, იმიტომ რომ ხომ არ არის ამ შემთხვევაში დაკავშირებული სწორედ იმასთან რომ ვიღაცის სურვილი არის რომ ალასანია მოიცილონ. "სიქლნეტთან" დაკავშრებული საქმე ეს არ გახლავთ პირველი საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, მე ვიცი რომ 5 თუ 6 შესყიდვა განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ და იმ საქმეებსაც პროკურატურა დღეს იძიებს, თუმცა რატომღაც არ დადგა იმ მინისტრების ან მაღალჩინოსნების, პასუხისმგებლობის საკითხი თუნდაც ცენტრალურ თუნდაც მუნიციპალურ დონეზე ,რომლებმაც დიდი მოცულობის პრემიები გასცეს თანამშრომლებზე და გარკვეულ წილად ამ ადამიანებს ალბათ მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებთ, თუმცა რატომღაც ჯოხი გადატყდა ალასანიაზე და ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გარკეულწილად ბადებს გარკვეულ კითხვას ამ შემთვევაში ხომ არ არსებობს გარკვეული ზეწოლა ალასანიაზე და ამ მიზნით ხდება თავდაცის სამინისტროს როგორც სამინისტროს და მათი თანამშრომლების დისკრედიტაცია, იმიტომ რომ მთავარმა პროკურატურამ დღეს უკვე უწყების კიდევ სხვა თანამშრომლებს ბრალი წაუყენა. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორი გარკვეულ კითხვებს ბადებს და ვნახოთ გამოძიება დაადგენს. მე მგონია რომ ის ახლა არ უნდა გადადგეს, მაშინ გამოდის რომ ის აღიარებს შეცდომას რომელიც შესაძლებელია ჩადენილ იქნა თავდაცვის სამინისტროს მაღაალჩინოსნების მიერ"-განაცხადა ნიკა ჩიტიძემ
293
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85