არ მინდა, თავდაცვის უწყების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ბრალის წაყენებაზე ვიფიქრო, ამის საფუძველი არ გამაჩნია, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბრალის წაყენების ახალ საქმეებს.
როგორც სესიაშვილი აცხადებს, "იმის მიუხედავად, რომ სამი ფაქტი დროში დაემთხვა ერთმანეთს, პროკურატურა საკუთარ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას იღებს და საჭიროა გამოძიებისთვის დალოდება.
"არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიმართ დამატებითი ბრალდებებია წაყენებული. ეს ის სამინისტროა, რომლის მიმართ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს, ასევე სრული ნდობა აქვს პარლამენტისგან, კოალიციისგან. როგორც ჩანს, პროკურატურას, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა, კითხვები გააჩნია, რაც ბრალის სახით არის წაყენებული. ეს არასასიამოვნოა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, სხვა გზა არ არის. წინასწარი პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ. ისღა დაგვრჩენია გამოძიებას დაველოდოთ, დავმშვიდდეთ და ცივ გონებაზე შევაფასოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.