თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების” წევრებთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, განცხადებას პოლიტიკური ძალის ლიდერები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გააკეთებენ.
საგანგებო ბრიფინგი პარტიის ოფისში 18.00 საათზე გაიმართება.