„რეპორტიორს" ბავშვთა ქალაქ „მზიურის" სარეკრეაციო ნაწილში განთავსებული ავტოსადგომის პრობლემის შესახებ აცნობეს. მოქალაქეები მერიას თხოვნით მიმართავენ, გაითვალისწინონ და აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა.
ბავშვთა ქალაქ „მზიურის" შუაგულ, სარეკრეაციო ნაწილში, სადაც განლაგებულია ბავშვთა ლაბირინთი, სასრიალო კოშკი და სკვერი (ე.წ. ლოკოკინას მიმდებარე ტერიტორია) უკვე რამდენიმე თვეა თვითნებურად მოწყობილია მანქანების ავტოსადგომი. ადგილი, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთა გასასეირნებლად არის გამოყოფილი, მუდმივად ჩახერგილია ავტომანქანებით. იქვე მყოფი დაცვის სამსახური, რომელსაც ევალება ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა, მათ შორის ამ მანქანების გაჩერების აკრძალვა, ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარებას. რამდენიმე მეტრში სპეციალურად მომზადებულია ავტოსადგომი, სადაც მოქალაქეებისთვის ნებადართულია მანქანების გაჩერება.
აღნიშნული პრობლემით შეწუხებული მოქალქეები თბილისის მერიას მიმართავენ: - „უმორჩილესად გთხოვთ, შეაფასოთ ადგილზე ჩვენს მიერ მითითებული პრობლემა და მიაქციოთ შესაბამისი ყურადღება აღნიშნულისაღმოსაფხვრელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ქალაქ „მზიურში" წესრიგისუზრუნველყოფად სკვერის შესასვლელში ამკრძალავი ნიშნის და ასევე ბარიერული ბოძების დაყენება. ესსაშუალებას მოგვცემს, მცირედი ფინანსური რესურსების მობილიზებით შევაჩეროთ მოქალაქეების მხრიდანთვითნებურად სარეკრეციო ნაწილში მანქანების გაჩერება და იქ დამსვენებელთა უსაფრთხოებისუზრუნველყოფა".