ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი ალასანიას უწყების კიდევ რამდენიმე თანამშრომლისთვის ბრალის წაყენების საკითხს ეხმაურება. როგორც „პირველ რადიოს“ ირაკლი ტაბლიაშვილმა განუცხადა, ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები ამ უწყებასთან და ალასანიასთან მიმართებაში, რომ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ წინასწარ განზრახულობას აქვს ადგილი და შესაბამისად ამას პოლიტიკური შეფასება ამთავითვე შეიძლება მიეცეს.
„რამდენადაც მახსოვს მედია წერდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით. ეს ხდება ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალ-მარტში. მედია მაშინ დიარეას 700 შემთხვევაზე წერდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით. თუმცა რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, როდესაც სამხედრო პროკურატურამ გამოიძია ეს საქმე 700 შემთხვევა არ დაფიქსირდა იმ ნაწილში, რომელზეც იყო საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც ე.წ. კაბელების საქმეზე მე ვერ ჩავუღრმავდები და ეს სამართალდამცავი სტრუქტურების კვლევა-ძიების საგანია, ანუ ვერ ჩავუღრმავდები ამ ნაწილში, ამ კუთხით ვერ განვიხილავ. ფაქტი ერთია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, როგორც ატლანტიკური ინტეგრაციის ფლაგმანი სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია. ჩემს ხელთ არსებული ინფრომაციით ექვს საქმეზეა შესული პროკურატურა და ეს მაშინ , როდესაც პრაქტიკულად არც ერთ სხვა სამინისტროში არ ხდება მათშორის არც ძალოვან სამინისტროში პროკურატურა არ ზის, პროკურატურა არ სწავლობს მათ საქმეებს. თუ წინასწარ განზრახულობას არ აქვს ადგილი მაშინ მე კარგად არ მესმის რატომ არ აქვს ასეთი განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობლი ალასანიას უწყების მიმართ. ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები ამ უწყებასთან მიმართებაში და ალასანიასთან მიმართებაში, რომ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ წინასწარ განზრახულობას აქვს ადგილი და შესაბამისად ამას პოლიტიკური შეფასება ამთავითვე შეიძლება მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა ჩვენ შეიძლება დაგვადანაშაულოს გამოძიებაზე ზეწოლაში. ეს არის პოლიტიკური აქტები. მიზანმიმართული სწორედ იმისკენ , რომ არ იყოს ფლაგმანი ეს გუნდი, რომელიც არის ახლა სამინისტროში. თმენის ვალდებულება აქვთ დეპუტატებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა თანამდებობის პირბს, მინისტრებს მაგრამ მიმომხილველებს, რომლებიც ამახვილებენ ამაზე ყურადღებას თმენის ვალდებულება არ აქვთ, არც მე მაქვს ეს თმენის ვალდებულება და იკითხება პირდაპირ ღია დაპირისპირება იმ პირებისა, რომლებიც მაინცდამაინც არ მიესალმებიან ევროატლანტიკურ არჩევანს და რუსეთისკენ მომზირალი პირებისა. მიზანმიმართული კამპანიაა, რომ როგორმე შეჩერდეს ის რეფორმები, რომლებიც ტარდება იმავე თავდაცვის სამინისტროში. 73% ახლანდელი სამინისტროს შესყოდვების გამჭირვალობს ხარისხი. ეს არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეფასება. წარმატებით მუშაობს ნატო-საქართველოს კომისია. საქართველომ მიიღო უნიკალური ჩანაწერები, არანაკლები ჩანაწერები ვიდერე მიიღო ბუქარესტში 2008 წელს ახლანდელ ნატოს უელსის სამიტზე. და აი ამ დროს, როდესაც ე.წ. კაბელების საქმე „გასკდა“ ირაკლი ალასანიამ აწარმოა ორი უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკება საფრანგეთსა და გერმანიაში შესაბამის უწყებებთან , რომ ისინი შედარებით ლოიალურები იყვნენ საქართველოს მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. და ისინი მოდიან იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი უფრო ჯეროვნად ისახოს მაგალითად მინისტრიალზე, რომელიც დეკემბერში გველის. და 2015 წელს , როდესაც ბალკანეთის ერთი სახელმწიფო მონტენეგრო მიწვეული იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. და ჩვენ, მე არ ვგულისხმობ მაპს, შეიძლება ერთგვარი ჩანაწერი მოგვეცეს, რომელიც კიდევ ერთხელ არსებითად დააფიქსირებს ჩვენს პროგრესს, როგორც ასპირანტი ქვეყნისა და როგორც იმ პაკეტში გაერთიანებული ქვეყნისა როგორიც არიან შვედეთი, იორდანია, ფინეთი და ავსტრალია. და აი ამ ფონზე მიმდინარეობს ერთი „ქეისის“ ამოწევა, მეორე „ქეისის“ ამოწერა. ცხადია სიტყვა „ქეისს“ ბრჭყალებში ვგულისმობ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გამოძიებამ ცხადი უნდა დაადგინოს. მაგრამ თუ წინასწარ განზრახულობას არ აქვს ადგილი მაშინ რატომ არის ასეთი ჩაფიჩინება თავდაცვის სამინისტროს მისამართით“,-განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
მისივე თქმით ამ დროს სააკაშვილის მომხრე საზოგადოების ნაწილი დაკავებულია ნიშნის მოგებით იმაზე, რომ რას აკეთებდა ალასანია და მისი უწყება როცა გენერალ კალანდაძეს აკავებდნენ ან ახალაიას ქეისზე. „ეს არის სხვადასხვა რეგისტრის საქმეები და ვერავინ უარყოფს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი უწყებაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, აბალანსებს და წარმოაჩენს საქართველოს დასავლურ სახეს დღევანდელ ხელისუფლებაში“,-განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა „პირველ რადიოსთან“.