საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებისთვის ბრალის წარდგენას , "ქართული კვების კომპანიის" დირექტორი ეხმაურება. მირანდა მანჯგალაძის განცხადებით, კომპანიის მუშაობა მიმართულია და მიმართული იყო კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, 2006 -ი წლიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაუქმებული იყო სანიტარული ნორმები, ახლა კი ნატოს სტანდარტებისა და საქრათველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდა სანიტარული ნორმების სტანდარტების ჩამოყალიბება. მისივე განცხადებით, აღნიშნულმა სტანდარტებმა შემოწმება გაიარა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოში.კომენტარი მირანდა მანჯგალაძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას გააკეთა.
„ეს მუშა ჯგუფი , რომელის პროექტის ხელმზღვანელიც ვიყავი, ორიენტირებული იყო კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს გულისხმობდა, როგორც კვების, საკვების მენიუს მრავალფეროვნებას ასევე სერვისის გაუმჯობესებას მიწოდების მხრივ. ჩვენ ვიცით , რომ სანიტარული ნორმები 2006 წლიდან ექსპრეზიდენტს აქვს გაუქმებული, შესაბამისად ნატოს სტანდარტებისა და საქართევლოში მოქმედი კანონდებლობით, მოხდა სტანდარტების ჩამოყალიბება. პირველადი შეფასება გაიარა ჯანდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში . ეს სტანდარტი 154 გვერდს შეიცავს გვაქვს დადებული და ამით იქნება ყველანაირი ხელმძღვანელობა კვების დაგეგმარებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.