საზოგადოებრივი აზრი მწიფდება იმისთვის, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები , ანუ ბრალდება წარუდგინონ თავად მინისტრს. ეს განცხადება იურისტმა ვალერი გელბახიანმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას, პროკურატურის მიერ თავდაცვის მოქმედი თანამშრომლებისთვის წაყენებული ბრალის კომენტირებისას გააკეთა. გელბახიანი პროკურატურის მიერ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესაძლებელია ბრალი ტავად თავდაცვის მინისტრსაც წარედგინოს.
„მე ვვარაუდობდი , რომ იქნებოდა ახალი ბრალდებები, მათ შორის ვთქვი, რომ იქნებოდა კვების ტენდერებთან დაკავშირებით. ეს ციკლია მთლიანობაში,რომელიც ჯერ ამზადებს საზოგადფოებრივ აზრს იმისთვის, რომ ამ სისტემაში კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი. საზოგადოებრივი აზრის მომწიფება კი ნიშნავს იმას, რომ გადიადგას შემდეგი ნაბიჯი, ანუ ბრალდება წარუდგინონ თავად მინისტრს ალასანია, რაც ნიშნავს მის არა მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენებას არამედ მის დაპატიმრებასაც,“-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.