ალექსი პეტრიაშვილი: „კაბელების საქმე, ექიმების საქმე... რომელი წელია?“

ალექსი პეტრიაშვილი: „კაბელების საქმე, ექიმების საქმე... რომელი წელია?“

„კაბელების საქმე, ექიმების საქმე... რომელი წელია?“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის საგანგებო ბრიფინგს, რომელზეც გაირკვა, რომ 2013 წლის განმავლობაში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით  ბრალი უკვე წარედგინა თავდაცვის სამინისტროს კიდევ 6 თანამშრომელს.

პროკურატრურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის,  შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმის მიხეილ ბესტაევის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსის ოთარ ჯეჯეიას და  შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერების: აკაკი გიორგაძის, ლაშა გელოვანისა და თორნიკე ხუბუას წინააღმდეგ  გამოძიება გრძელდებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მანამდე კი უკვე დაკავებულია და  წინასწარ პატიმრობაში იმყოფება თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი.  თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.