ნიკოლოზ მჟავანაძე  მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული სხვა გაუმჭირვალე ტენდერები გამოიძიოს

ნიკოლოზ მჟავანაძე მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული სხვა გაუმჭირვალე ტენდერები გამოიძიოს

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე „არქიტექტურული ბიუროს“ მიერ თავდაცვის სამინისტროში მოგებული ტენდერების საკითხის კანონიერების შესწავლას ითხოვს.

"ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში ჩვენ მივმართეთ პროკურატურას დაინტერესებულიყვნენ შპს „აქიტექტურული ბიუროს“ მიერ თავდაცვის სამინისტროში მოგებული ტენდერებით, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ თამარ ვალიშვილი. სწორედ ვალიშვილის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ, არასაცხოვრებელ კორპუსებზე რეკონსტრუქციების ჩატარების, კაპიტალური რემონტისა და თავდაცვის სამინისტროსათვის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლება მოიპოვა.

როგორც შემდგომ გაირკვა, კომპანიისთვის პრიორიტეტის მინიჭება ირაკლი ალასანიასა და თამარ ვალიშვილის ახლო ურთიერთობამ განაპირობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი პარიზში თამარ ვალიშვილისა და ირაკლი ალასანიას ერთობლივი ვოიაჟის დროს ფოტო და ვიდეო-მასალის მედიაში გავრცელება გახლავთ, რითაც დადასტურდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერებში უპირატესობის მინიჭება ალასანიას პირადი სიმპათიებითა და გაუმჭვირვალედ ხდება.

"უფლებადამცველთა გაერთიანება" მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს აღნიშნული საქმე და შედეგები აცნობოს საზოგადოებას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია,  დღეს ჯარისკაცებს არ აქვთ ტყვია-წამალი, არ გააჩნიათ ხარისხიანი კვება, რის გამოც ისინი სისტემატურად იწამლებიან, უფროდაუფრო უარესდება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა, ხოლო ამ დროს კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია  ჩვენი ჯარისკაცებითვის გამოყოფილი ფულით მეგობარ ქალთან ერთად პარიზში დროს ატარებს და სამინისტროს თანხებს  პირადი სიმპათიებით ანაწილებს", - განაცხადა "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ.