საპარლამენტო უმრავლესობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლოი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით , დეპუტატების მთავრობის მეთაურთან შეხვედრა 18:00 საათისათვის არის დანიშნული.
შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება და, არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხება.