თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა უწყების თანამშრომლების დაკავების საქმე იყო. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.
ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარების შესახებ ვიდეომასალას ცოტა ხანში გაავრცელებენ.
ირაკლი ალასანიამ პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გამოთქვა. თავდაცვის მინისტრი მისი უწყების დაკავებულ მაღალჩინოსნებს უდანაშაულოდ მიიჩნევს.