ედუარდ კოკოითი - თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ

ედუარდ კოკოითი - თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ

თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ვლადიკავკაზში, ოსი ხალხის მე-8 ყრილობაზე განაცხადა.

"ჩეჩნეთი - ეს სტალინგრადია, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - ბრძოლა მოსკოვისთვის, ყირიმი - ფაშიზმზე გამარჯვებაა. ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვებები", - განაცხადა კოკოითიმ.

მან დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, დააფასონ თავისუფლება და აღნიშნა, რომ თუ ოსები თავად არ დაყოფენ თავიანთ თავს, ამას არავინ გააკეთებს.

"ჩვენ ერთიანი ოსეთი ვართ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ და არავინ უნდა გაგვყოს ქრისტიანებად და მუსლიმებად", - განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.