ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალებსა და ათვისებული ხარჯების რაოდენობაზე „ფეისბუქზე“ წერს.
„10 თვეში ბიუჯეტში შემოვიდა 7,152 მილიარდი ლარი ( ანუ თვეში საშუალოდ 715მილიონი). დარჩენილ 2 თვეში უნდა შემოვიდეს 2 მილიარდი ლარი. რა ჰქვია ამას-ჩავარდნა თუ სხვა რამ? 10 თვეში დახარჯულია მხოლოდ 6,959 მილიონი ლარი ( ანუ 695 მილიონი თვეში). დარჩენილ 2 თვეში ასათვისებელია 2, 121 მილიარდი. სჯერა ვინმეს, რომ ეს მართლა შესაძლებელია? სამწუხაროდ, ბიუჯეტი შარშანდელივით პრობლემური ხდება. მომავალ წელს მთლად საოცრებას უნდა ველოდოთ: პენსია მხოლოდ ღარიბებს უნდა მოვუმატოთო. ასეთი რამ არ არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში. ალბათ ამის გასაჩივრება მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. აშკარა უსამართლობაა“,-წერს რომან გოცირიძე.
319
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85