ახალი სკანდალი- „გიჟმაიკო“, ლალი ბადურაშვილი მაია ორჯონიკიძის წინააღმდეგ

ახალი სკანდალი- „გიჟმაიკო“, ლალი ბადურაშვილი მაია ორჯონიკიძის წინააღმდეგ

მსახიობი ლალი ბადურაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე „ასავალ დასავალს“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს და მოულოდნელად მხატვარს და ნაციონალური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერს მაია ორჯონიკიძეს აკრიტიკებს. ბადურაშვილი მას „გიჟ მაიკოდ“ მოიხსენიებს. მსახიობს მაია ორჯონიკიძის სატელევიზიო გამოსვლები აღიზიანებს და აცხადებს, რომ მას ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში სტუდენტობის დროს სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

„რა გახდა ეს მაია ორჯონიკიძე, რატომ უნდა ვისმენდე მის მოძღვრებას. პირდაპირ ვეუბნები: მაია, აქამდე გერიდებოდი, იმიტომ რომ დედაშენი - იზა- ჩემი სკოლელი იყო, ჩემი შვილის თაობა ხარ და როცა ეკრანზე გამოდიხარ შენი შემხედვარე ჩემი მხატვარი შვილი სიცილით კვდება, სამხატვრო აკადემიაში ამას „გიჟმაიკოს “ ვეძახდითო. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი უნდა ყოფილიყი ახალგაზრდა გოგონა „გიჟ მაიკო“ რომ ეწოდებინათ- ესე იგი სერიოზულად არავინ მიიჩნევდა, როგორც ჩანს ისევ იმ დონეზეა დარჩენილი. ვერ გავიგე ეს „გიჟ მაიკო“ ასე გაუთავებლად, მენტორული ტონით რატომ უნდა გველაპარაკებოდეს, ვინ ხართ რა გაგიკეთებიათ. ასეთი ტონით სიმონ ყაუხჩიშვილი და ივანე ჯავახიშვილი არ ლაპარაკობდნენ. „გიჟმაიკოს“ ნაცვლად სხვა ნაციონალები მაინც დასვან ეთერში აღარ შეგვიძლია“- აცხადებს ლალი ბადურაშვილი „ასავალ დასავალთან“ საუბარში