კიწმარიშვილი პოფესიონალმა ქილერმა მოკლა (?)

კიწმარიშვილი პოფესიონალმა ქილერმა მოკლა (?)

ეროსი კიწმაიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალებს ზურა კიწმარიშვილი, იურისტთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად ისევ ეცნობა. როგორც „პირველ რადიოსთან“ ეროსი კიწმარისილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია კონკრეტულად ისაუბრობს საქმის მასალებზე, თუმცა აქვე აცხადებს, რომ მისი სუბიქტური აზრით ეროსი კიწმარიშვილი პროფესიონალმა ქილერმა მოკლა.

„პროფესიონალი ქილერის შესახებ მოსაზრებას მაქვს მე შემთხვევის მომენტიდან - ეს ახალი არ არის, ამაზე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანია. ეს მოსაზრება იმის შემდგომ უფრო განმიმტკიცდა როცა ვნახე, რომ გამოძიებას არ ჰქონდა ხელთ არცერთი მიმართულების აშკარა დამადასტურებელი საბუთი, ამ შემთხვევაში თვითმკვლელობის, რომლის მიხედვითაც იძიება საქმე და არც მკვლელობის - ამ შემთხვევაში დანაშაულის და დამნაშავის კვალის რაიმე დამამტკიცებელი აშკარა გამოკვეთილი საბუთი.

მე კიდევ ერთხელ ჩამომიყალიბდა და გამიმყარდა ეჭვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი, ჩემი ღრმა რწმენით, ის ვერსია ობიექტურად რეალურია, რაც მე მაქვს, ყველაფერი გაკეთებულია აშკარად მაღალ დონეზე, პროფესიონალურად, კვალის დატოვების გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს ვერსია გამჯდარია ჩემს ცნობიერებაში.

მე რაღაც ვერსიების მოდელირებას ვახდენ, რა და როგორ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია, რაც პრესისთვის, შეიძლება, საინტერესო არ იყოს, შეიძლება გამოძიებას აინტერესებდეს და ამაზე ჩვენ საუბარი გვქონდა.

ბოლო ექსპერტიზის შემდეგ ვიყავი დაკითხული იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოსაზრება მქონდა, თუ რა ვითარება შეიძლება ყოფილიყო იმ ავტომობილში. ოპტიმისტურად არ ვარ განწობილი, რომ საბოლოო ჯამში გამოძიება მთლიანად ნათელს მოჰფენს ყველაფერს, ვინაიდან დღემდე მე ვეცნობი ამ საგამოძიებო მასალებს და იქ რაიმე ხელჩასაჭიდი ისეთი,  აშკარად ჩანდეს, რომ მეორე ბოლოში გავალთ დამნაშავეზე, ჯერჯერობით, არ ჩანს. თანავუგრძნობ გამოძიებას იმიტომ, რომ მათაც თავსატეხი აქვთ ამოსახსნელი. მაგრამ, ამ მიმართულებით მე ძალიან მომთხოვნი და უკომპრომისო ვიქნები. აუცილებლად უნდა იყოს ეს მიმართულება ძალიან გულდასმით შესწავლილი, გაანალიზებული და მოპოვებული კიდევ ახალი ფაქტები და მტიცებულებები. საბოლო ჯამში, როცა ვნახავ გამოძიების მასალას, მოველი, რომ ყველა მიმართულებით გამოძებამ ამომწურავად იმოქმედა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ რაიმე შედეგი მიეღო. ამ შემთხვევაში კი შედეგი არის საქმის გახსნა და რეალური მიზეზების და გარემოებების დადგენა, სადაც არ იქნება რაღაც ბუნდოვანება და არ იქნება გაურკვევლობა. ეს მოლოდინი მაქვს ახლა და ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებ, ვნახულობ საქმეს.

როცა კითხვები მაქვს საქმესთან დაკავშირებით ამ კითხვებს ვსვამ გამომძიებლებთან და პასუხებს ვიღებ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს ისეთ ვითარება, რომ გამოძიების ანალიზს და ვარაუდებს დავეთანხმოთ, მაგრამ რაღაცეებში შეიძლება საკმაოდ აცდენილი იყოს ჩვენი პოზიციები და ჩავთვალოთ, რომ რაღაცეები არ არის პასუხგაცემული.

რა დაგვხდა, რა ვნახეთ, რა მოგვეჩვენა საეჭვოდ თუ საინტერესოდ, ან რა იყო ახალი, შეთანხმებული ვართ, რომ ჯერჯერობით ამაზე არ ვილაპარაკოთ, ველოდებით რომ გამოძიება გაასაჯაროებს დასკვნას, ეს დასკვნა კეთდება სწორედ იმ მასალის საფუძველზე, რომელსაც ჩვენ ვეცნობით და შემდეგ ჩვენ გვექნება ჩვენი შეხედულებები ამ დასკვნის ირგვლივ, მთლიანად ამ სამუშაოს ჩატარების ხარისხისა და შედეგების ირგვლივ“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.