რაიკომის მდივანი - საპატიო გურჯაანელი

რაიკომის მდივანი - საპატიო გურჯაანელი

რაიონის განითარებაში დიდი წვლილის შეტანისთვის გურჯაანის რაიკომის პირველ მდივანს (1979-1984 წწ) ბიჭიკო შინჯიკაშვილთან საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ,,გურჯაანქალაქობა-2014'-ის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგეობამ სულ 9  საპატიო გურჯაანელი დაასახელა.

საპატიო გურჯაანელის წოდება მიენიჭა კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს, ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების პირველ ქართველ ჩემპიონ მზია ჯუღელს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმს ლალი დარჩიაშვილს, საქართველოს სამხედრო აკადემიის პრეზიდენტს, ნობელის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ნომინანტს ეკონომიკაში, გივი იასაშვილს, სატელივიზიო პროექტ „ეტალონის“ავტორს და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, საზოგადოება „გურჯაანის“საპატიო წევრს, მშენებელ ინჟინერს და მეღვინე - ტექნოლოგის დავით ლაღიძეს და არქეოლოგს, ძეგლთა დაცვის სპეციალისტს თამაზ მარკოზაშვილს.