სტადიონის ნაცვლად სკოლის ეზოში საბილიარდო შენდება

სტადიონის ნაცვლად სკოლის ეზოში საბილიარდო შენდება

იმ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ ორი თვის წინ მე-20-ე საჯარო სკოლის სტადიონი მდებარეობდა, ახლა საბილიარდოს მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგები და მშობლები სკოლის ეზოში საბილიარდოსა და გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მოსწავლეების, განსაკუთრებით უფროსკლასელების კონტროლი შეუძლებელი გახდება.

სკოლა თბილისში მარი ბროსეს ქუჩაზე მდებარეობს და აღნიშნული ტერიტორია 1996 წელს გასხვისდა. სკოლის ეზოში საბილიარდოს მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. აღნიშნულ თემაზე თბილისის მერიაში კი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.