ბელორუსი-ლიტვის საზღვარზე 17 ქართველი დააკავეს

ბელორუსი-ლიტვის საზღვარზე 17 ქართველი დააკავეს

ქართველები ლიტვაში უკანონოდ გადასვლას გეგმავდნენ. არალეგალების ერთი ჯგუფი შალჩინინსკის რაიონში დააკავეს, რომლებიც მესაზღვრეებმა გზაზე იპოვეს. დაკავებულებს შორის სამი მამაკაცი, ოთხი ქალი და ხუთი არასრულწლოვანია. დაკავებულებს შორის "შენგენის" ვიზა არცერთს  ჰქონდა.

კიდევ ხუთი ქართველი ვილნიუსის რაიონში დააკავეს. ისინი სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. "შენგენის" ვიზა არც მათ გააჩნდათ.

17 ქართველის დაკავების შესახებ გამოცემა "დელფი" იუწყება.

მიმდინარე წელს ლიტველმა მესაზღვრეებმა საქართველოს სულ 131 მოქალაქე დააკავეს.