ირაკლი ალასანიას მოადგილე პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს

ირაკლი ალასანიას მოადგილე პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილემ პროკურატურა დატოვა. ალექსანდრე ბატიაშვილის დაკითხვა 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკითხვის შემდეგ, ალექსი ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დაკითხვის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა.

სამუშიას განმარტებით, გამომძიებელი ცდილობდა მისგან პროკურატურისათვის სასურველი პასუხები მიეღო. 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ ოქმში აღმოჩენილი უზუსტობების გამო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.