2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში პენსიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარლამენტში ინფორმაცია არ აქვთ. საბიუჯეტო პროექტის კორექტირებულ ვარიანტს კანონმდებლები 5 ნოემბერს ელოდებიან.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში შევა, გაეცნობიან, თუ როგორ არის გაწერილი პენსიებთან დაკავშირებული საკითხი და რა მოტივაცია გააჩნია მასთან დაკავშირებით მთავრობას.
ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის შემოტანამდე კი ებანოიძე პენსიებთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს ვერ აკეთებს.
როგორც მთავრობის მხრიდან გახდა ცნობილი, პენსია 25 ლარის ოდენობით სოციალურად დაუცველი პირებისთვის იზრდება.