დავით ბერძენიშვილი: პროკურატურა ძალიან დიდ რისკზე წავიდა

დავით ბერძენიშვილი: პროკურატურა ძალიან დიდ რისკზე წავიდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა დიდ რისკზე წავიდა.

„პროკურატურა ძალიან დიდ რისკზე წავიდა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და 5 ადამიანი დააკავა. ახლა ბურთი პროკურატურის მოედანზეა და შემდეგ სასამართლოს მოედანზე იქნება. აქ არ შეიძლება, ვინმე მხარე იყოს და პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, არ არის მხარე. ერთიც და მეორეც მისი უშუალო დაქვემდებარების ქვეშ არის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.