კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს შეხვდება. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრებიან.
შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 18:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მღალი თანამდებობის პირების დაკავების თემას შეეხება