საქართველოში შესაძლოა, ჯორჯ სოროსი ჩამოვიდეს

საქართველოში შესაძლოა, ჯორჯ სოროსი ჩამოვიდეს

ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა, ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ეწვიოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" განუცხადეს, წელს ფონდს დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.

მათივე ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, ფონდი ინტენსიურად გეგმავს საიუბილეო ღონისძიებებს. პირველი ასეთი ღონისძიება - ბათუმის მედიაკონფერენცია, სექტემბერში ჩატარდა. ნოემბერში გრძელდება საიუბილეო ღონისძიებები, სადაც ფონდი სხვადასხვა სფეროში თავისი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს. ნოემბერში, საიუბილეო ღონისძიებების დასკვნით კვირაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები და სხვა უცხოელი სტუმრები.

ამასთან, ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, ფინანსისტი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსი საქართველოში 2012 წლის 1-2 დეკემბერს ორდღიანი კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვდა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელმძღვანელობას- აღმასრულებელ საბჭოს და დირექტორს. გარდა ამისა, არსებულ პოლიტიკური რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.