„ოდეერების“ სიაში გიორგი გამსახურდიაც მოხვდა

„ოდეერების“ სიაში გიორგი გამსახურდიაც მოხვდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სახელმწიფო უწყებებში ოდეერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამ სიაში ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია მოხვდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად გამსახურდია ოდეერად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში მუშაობს.

"2014 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იქამდე გამსახურდია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი გამსახურდია რამდენიმე თვეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობს",-ნათქვამია განცხადებაში