ბათუმში შტორმი 5 ბალს უახლოვდება

ბათუმში შტორმი 5 ბალს უახლოვდება

ბათუმის სანაპიროზე შტორმი 5 ბალიან ნიშნულს უახლოვდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა.

როგორც მამუკა თურმანიძემ განმარტა, უამინდობის გამო, მცურავი საშუალებები ბათუმის იახტკლუბში დარჩებიან, ვიდრე საშტორმო მდგომარეობა არ მოიხსნება. მისივე თქმით, შტორმმა სერიოზულად დააზიანა სამაშველო სამსახურის საგუშაგო, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.

"ეშმაკის ბორბალთან არსებული სამაშველო სამსახურის საგუშაგო შტორმა გაანადგურა. შესაბამის აქტს ვწერთ იმის შესახებ, რომ ჩამოვწეროთ ეს საგუშაგო, რადგან აღარ ექვემდებარება აღდგენას", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ბათუმში ორი დღეა, გადაუღებლად წვიმს, მაღალმთიან აჭარაში კი თოვს.