კოალიციის დაშლაზე ის პარტიები და ძალები ლაპარაკობენ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა ეჩქარებათ

კოალიციის დაშლაზე ის პარტიები და ძალები ლაპარაკობენ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა ეჩქარებათ

კოალიცია არის მყარი, ეფექტური და კარგად კოორდინირებული, - ასე უპასუხა "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა კითხვას, აპირებს თუ არა კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებას "კონსერვატიული პარტია".

როგორც ძიძიგურმა განაცხადა, მის დაშლაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ის პარტიები და ის ძალები, რომელბსაც ხელისუფლებაში მოსვლა ეჩქარებათ.

"მე მათ ვერაფრით დავამშვიდებ. კოალიციაში "კონსერვატიული პარტია" ხედავს თავის ადგილს და ფუნქციას. ვფიქრობ, კოალიცია წარმატებულად შეასრულებს იმ პირობას რომელიც ორი წლის წინ დადო საქართველოს მოსახლეობის წინაშე და 2016 წელს წარსდგება პირნათელი. 2016 წელს კი ქართველი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს მხარი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა