საქართველოს კონსერვატიული პარტია ევროპელ კონსერვატორ რეფორმატორთა ალიანსში გაწევრიანდა

საქართველოს კონსერვატიული პარტია ევროპელ კონსერვატორ რეფორმატორთა ალიანსში გაწევრიანდა

საქართველოს კონსერვატიული პარტია ევროპელ კონსერვატორ რეფორმატორთა ალიანსში გაწევრიანდა. პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით , ევროპელ კონსერვატორ რეფორმატორების საბჭომ ალიანსში საქართველოს კონსერვატული პარტიის მიღების საკითხი ერთხმად გადაწყვიტა.

"ის, რომ საქართველოს კონსერვატული პარტია გაწევრიანდა ევროპელ კონსერვატორთა ალიანსში კარგი იქნება კოალიციისთვისაც და მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პოლიტიკური ბერკეტი, რათა "ქართულმა ოცნებამ" თავისი ხედვები და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ევროსაბჭოს წინაშე. ჩვენს პარტიულ გაძლიერებას ვუყურებთ როგორც კოალიციის გაძლიერების შესაძლებობას", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კონსერვატიული პარტიის ინფორმაციით, საქართველოს კონსერვატიული პარტია ევროპელ კოლეგებს 2014 წლის 1 ნოემბერს მონტენეგროში ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომაზე შეუერთდა.