ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით იზრდება

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით იზრდება

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით, მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასი კი დაახლოებით 200 ლარით გაიზრდება. აღნიშნული მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

"მასწავლებელთა ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან იზრდება. პირველი სექტემბრიდან დაგეგმილია საბაზისო ხელფასის ზრდა 50 ლარით და მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასის გაზრდა დაახლოებით 200 ლარით", - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, ხადურის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით დაფინანსება ეზრდება ბევრ უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს 25 მილიონი ლარით, თავდაცვის, შსს და სპორტის სამინისტროებს - 15-15 მილიონი ლარით.