პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველებს პენსია 25 ლარით გაეზრდებათ

პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველებს პენსია 25 ლარით გაეზრდებათ

მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მაქსიმალური ზრდა 25 ლარი იქნება.

"დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრი უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულება 25 მილიონით არის გაზრდილი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას. ზრდა ქულების მიხედვით მოხდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 25 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას სოციალურად დაუცველები 1 სექტემბრიდან მიღებენ", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც მოხდება და ის უკვე ყველას შეეხება. ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 170 მილიონი ლარით გაიზარდა, ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით.