შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2015 წლისთვის პენსიების ზრდაზე არის საუბარი, ოღონდ პირველ ეტაპზე ზრდა სოციალურად დიფერენცირებული იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც ბიუჯეტზე მსჯელობდნენ.
"სახელმწიფო ბიუჯეტის საწყის ვერსიასთან შედარებით, დღევანდელ ვერსიაში განხორციელდა ცვლილებები ზრდის მიმართულებით. ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებითაც მობილიზებულია ახალი შესაძლებლობები. ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია უკვე არის საბოლოო, რომელიც მთავრობის მიერ შედგა. ზეგ გავა პარლამენტში განხილვაზე და უკვე პარლამენტის პრეროგატივაა, საშუალო ზრდა რამდენი იქნება", - აღნიშნა სერგეენკომ.
კითხვაზე, იყო საუბარი, რომ პენსია 5, 10 ლარით გაიზრდებოდა, სერგეენკომ განაცხადა, რომ უფრო მეტით გაიზრდება.
"საშუალო ზრდა რამდენია, ამაზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე შემიძლია დაგიდადტუროთ, რომ პენსიების ზრდა მოიაზრება, ოღონდ პირველ ეტაპზე ეს იქნება სოციალურად დიფერენცირებული, ასე ვთქვათ, ღარიბებზე ორიენტირებული", - განაცხადა სერგეენკომ.