ირაკლი ალასანია: ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ

ირაკლი ალასანია: ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დაკავებულთა საქმის მასალებს გაეცნო და თავდაცვის უწყების თანამშრომლების უდანაშაულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეარის ის, რომ შევხვდი დაკავებულების ოჯახის წევრებს დაისინი მტკიცედ დგანან. ჩავხედე საქმეს, მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდავთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. რაც შეეხებაკითხვებს, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა პრემიერთან. დღესაც მე გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებს დამასალებს, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამთავისი სიტყვა უნდა თქვას", - განაცხადა ალასანიამ.

ალასანია იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში საქმეს გრიფი საიდუმლოც" მოეხსნება. ამასთან, ალასანიას განმარტებით, მომხდარის მიუხედავად, ყველა რეფორმა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩვენს ქვეყანას ყველაზე უფრო აახლოებს, გრძელდება. რეფორმები ხორციელდება და არ გაჩერდება. კიდევ უფრო დიდიტემპებით წავალთ წინ", - განმარტა ალასანიამ.