ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე, გვირაბებთან, მეწყერის ჩამოწოლის გამო მოძრაობა გადართულია შემოვლით საავტომობილო გზაზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ჩამოშლილია დაახლოებით 20-30 ათასი მ.3 მასა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში იგეგმება.