ევროპის საბჭოს მომხსენებლები რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ პროექტზე შეშფოთებას გამოთქვამენ

ევროპის საბჭოს მომხსენებლები რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ პროექტზე შეშფოთებას გამოთქვამენ

ვროპის საბჭოს მომხსენებლები რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ე.წ. შეთანხმების პროექტზე შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში მაიკლ აასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი მოსკოვის მიერ შეთავაზებულ, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

"აღნიშნული ე.წ. შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, აფხაზეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთ მაგალითს", - აცხადებენ თანამომხსენებლები.

მათივე შეფასებით, რუსეთი ადამიანებს შორის ქმნის ახალ ბარიერებს, იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყოს კონტაქტების დამყარებას აფხაზეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ ხალხს შორის.

ინფორმაციას თანამომხსენებლების პოზიციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.