“უიღბლო” მსახიობები

“უიღბლო” მსახიობები

გახსოვთ ალბათ ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ახალი წლის საღამოს, ბორჯომიდან თბილისში მომავალ ლიკა ქავჟარაძის გმირს მანქანის საბურავი დაეშვება. გოგი ქავთარაძის პერსონაჟი მას საკუთარი მანქანიდან მოხსნილ საბურავს მისცემს, თავად კი ტყეში დარჩება და ღამის თორმეტ საათსაც ბუნების წიაღში შეხვდება.

 

დაახლოებით ანალოგიური რამ შეემთხვა ჯორჯ კლუნსაც. მას ერთხელ ახალი წლის შეხვედრა მაიამის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში მოუწია, რადგან უამინდობის გამო ფრენები გადაიდო.

 

ცნობილი მსახიობი დრიუ ბერიმორი ახალ წელს ერთხელ ბუნების წიაღში შეხვდა.

 

ბერიმორს მანქანის ტარება ახალი ნასწავლი ჰქონდა და უახლოესი მარკის „ფორდიც“ სულ რამდენიმე დღის გამოყვანილი ჰყავდა. საახალწლოდ ახლობლების მონახულება საკუთარი მანქანით მოინდომა და ძალიან შეცდა.

 

ლოს-ანჯელესისაკენ მიმავალი გზა მოყინული დაუხვდა და ახლად გამოჩეკილ მძღოლს ფრიადაც რომ გაუჭირდა. „ფორდი“ კუს ნაბიჯებით მიჰყავდა და ღამის 12 საათს სადღაც ქალაქის გარეუბანში შეხვდა.

 

მთელ ამ ისტორიაში დადებითი ის იყო, რომ კინომსახიობი არ დაბნეულა, სატრანსპორტო საშუალება გააჩერა, საჩუქრად წაღებული შამპანური გახსნა, თავის თავს ახალი წლის დადგომა მიულოცა და შემდეგ კვლავ ნელი სვლით, დანიშნულების ადგილასაკენ სვლა განაგრძო.