გამოცემა “NY Daily News”-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფი “Aerosmith”-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი მომავალ წელს დაოჯახებას აპირებს.
63 წლის მომღერლის ახალი რჩეული 38 წლის მოდელი ერინ ბრედია. ისინი ერთმანეთს ბოლო ორი წელია ხვდებიან. სტივენმა სატრფოს ხელი რამდენიმე დღის წინ, შობის ულამაზეს დღესასწაულზე სთხოვა. რასაკვირველია ქალბატონმა ერინმა ეს წინადადება დაუყოვნებლივ მიიღო.
ტაილერის მომავალი დაოჯახების ცნობამ მომღერლის დიდ სანათესაოში განსაკუთრებული ვნებათა-ღელვა გამოიწვია. ერინ ბრედი მძიმე ხასიათით გამოირჩევა. ამის გარდა ქალი მომავალ მეუღლეს ახლობლებთან ურთიერთობას კატეგორიულად უკრძალავს.
ჯერჯერობით უცნობია სად და როდის ჩატარდება ჯვრისწერის საზეიმო ცერემონიალი.
ერინ ბრედი ტაილერის მესამე ოფიციალური ცოლი გახდება. მუსიკოსი პირველად 1978 წელს დაოჯახდა, როდესაც მოდელ სირინდე ფოქსზე იქორწინა. მეორეჯერ ოჯახი დიზაინერ ტერეზა ბარიკთან ერთად შექმნა, მაგრამ 2006 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.