“Van Halen” საგასტროლო ტურნესათვის ემზადება

“Van Halen” საგასტროლო ტურნესათვის ემზადება

ორი დღის წინ ცნობილი ჯგუფი “Van Halen”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჯგუფი საგასტროლო მოგზაურობაში გაემგზავრება.

 

მუსიკოსების პირველი კონცერტი 10 იანვარს არის დაგეგმილი. ამის შემდეგ ჯგუფი აშშ-სა და კანადაში კიდევ რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს. ამ ტურნეში მონაწილეობას მიიღებს ვოკალისტი დევიდ ლი როტიც. ეს უკანასკნელი ჯგუფში 1974-1985 წლებში ირიცხებოდა და ექვსი სტუდიური ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

 

ამჟამად “Van Halen”-ის წევრები ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებენ. რასაკვირველია დევიდ ლი როტი ამ დისკის მომზადების პროცესში ედი ვან ჰალენთან ერთად აქტიურად არის ჩართული. ეს ჩანაწერი ბოლო 13 წლის განმავლობაში ჯგუფის პირველი ნამუშევარი იქნება.

 

ორი თვის წინ მუსიკოსებმა კონტრაქტი გააფორმეს ხმის ჩამწერ სტუდიასთან “Interscope Records”.  გავრცელებული ინფორმაციით ახალი ალბომი დღის სინათლეს 2012 წლის ზაფხულში იხილავს.