“Radiohead”-ის უცნობი კომპოზიციები

“Radiohead”-ის უცნობი კომპოზიციები

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჯგუფი “Radiohead”-ის თაყვანისმცემლებმა სრულიად მოულოდნელად დღემდე უცნობი ორი კომპოზიცია აღმოაჩინეს.

 

ეს სიმღერები წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისშია ჩაწერილი. მათი სახელწოდებებია “Putting Ketchup In The Fridge” და “How Do You Sit Still”.

 

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ეს კომპოზიციები თავის დროზე ალბომებისათვის “Pablo Honey” და “The Bends” იყო ჩაწერილი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ამ დისკებზე არ განთავსდა.

 

საინტერესოა, რომ უცნობია ვის ეკუთვნის მათი აღმოჩენის პატივი და ეს კომპოზიციები დიდი ხნის განმავლობაში სად ინახებოდა. “Radiohead”-ის წევრებს ამ ინფორმაციის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.