ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე გადავა დასკვნით ფაზაში

ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე გადავა დასკვნით ფაზაში

ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე გადავა დასკვნით ფაზაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ცხედრის ექსჰუმაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ექსჰუმაციის შემთხვევაში კი, მას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ.

"გამოძიება მგონია, რომ მალე გადავა დასკვნით ფაზაში. ნუ დავთქვამთ ვადებს, ვადები რამდენჯერმე ვთქვი, ცოტა ძნელია ამ საქმეში სიზუსტის დაცვა, მაგრამ ძალიან მალე გაიხსნება. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, ახალი გარემოებები გაჟღერებულიც არის საზოგადოებაში. ექსჰუმაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ზოგადი საუბარი იყო. კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა. იქნებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.